მელიქიშვილის გამზირზე დაშავებულ აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

მელიქიშვილის გამზირზე დაშავებულ აქციის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დახმარებას უწევენ.

როგორც თავად აცხადებენ, დაზიანებები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა. არსებულიი ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული, რომლებსაც თავზე და ხელზე აღენიშნებათ დაზიანებები, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება