ანდრეი ერმაკის განცხადებით, მარკო რუბიოსთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ანდრეი ერმაკის ცნობით, მარკო რუბიოს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმების შესახებ აცნობა.

„ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვის სფეროში უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები“, - წერს ანდრეი ერმაკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

„პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მას ამ ომის დასრულება არ სურს. ჩვენს მიზანს ხანგრძლივი მშვიდობა წარმოადგენს და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ“, - აცხადებს ერმაკი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!