ნეპალის ხელისუფლებამ, საპროტესტო აქციების შემდეგ, სოციალურ მედიაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ნეპალის ხელისუფლებამ სოციალური მედია პლატფორმებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორშაბათს კორუფციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. საპროტესტო აქციებს ბიძგი სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვამ მისცა.

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს დილიდან ნეპალში ყველა აპლიკაცია ხელმისაწვდომია.

კატმანდუს რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, ხელისუფლებამ დედაქალაქ კატმანდუს ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით კომენდანტის საათი დააწესა, რაც შემდგომი საპროტესტო აქციების შეჩერებას ისახავს მიზნად.

„კომენდანტის საათის განმავლობაში საპროტესტო აქციები, მასობრივი შეკრებები, შეხვედრები ან ხალხის შეკრებები არ დაიშვება“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის, „ფეისბუქზე“ წვდომა დაბლოკა.

მთავრობა აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სოციალური მედია პლატფორმები სამთავრობო ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს