საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კანადის მთავარ პროკურორთან ჯორჯ დოლჰაისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კანადის მთავარ პროკურორთან ჯორჯ დოლჰაისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი ესწრებოდნენ.

„მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიას ესწრება.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება