Financial Times - აშშ ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული გაზის შესყიდვა, თუ ვლადიმერ პუტინისთვის ახალი სანქციების დაწესება სურს

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა უნდა შეწყვიტონ, თუ მათ სურთ, რომ ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, - ამის შესახებ აშშ-ის მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში, კრის რაითმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვაჭრობა ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დაფინანსებას წარმოადგენს.

კრის რაითის განცხადებით, ევროპულმა ქვეყნებმა ამის ნაცვლად ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი, ბენზინი და სხვა წიაღისეული საწვავის პროდუქტები უნდა შეიძინონ, რათა შეასრულონ აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების პირობები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს 2028 წლის ბოლომდე 750 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვისკენ მოუწოდებს.

„თუ ევროპელები იტყვიან: „აღარ ვაპირებთ რუსული გაზის ყიდვას, აღარ ვაპირებთ რუსული ნავთობის ყიდვას“ - ექნება თუ არა ამას დადებითი გავლენა აშშ-ის მხრიდან სანქციების გამკაცრებაზე? აბსოლუტურად. ვფიქრობთ, რომ ეს ეკონომიკურად კარგია ევროპისთვის. გსურთ გყავდეთ უსაფრთხო ენერგო მომწოდებლები, რომლებიც თქვენი მოკავშირეები არიან და არა თქვენი მტრები. მეორე მიზეზი კი არის ტრამპის ადმინისტრაციის უზარმაზარი მიზანი და მჯერა, რომ ეს ასევე ევროკავშირის მიზანიცაა - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. რუსეთი თავის ომის მანქანას ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით აფინანსებს და თუ ევროპის მხრიდან ამ პროდუქტების შესყიდვა შეწყდება ეს მათ ფულს შეამცირებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

Financial Times-ი წერს, რომ რაითი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენს შეხვდება, რათა განიხილოს ბლოკის გეგმები რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვისგან თავის შეკავების შესახებ და ასევე ის, თუ როგორ გეგმავს ევროკავშირი წელიწადში 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგეტიკული პროდუქტების შეძენას. აშშ-ის მინისტრი ენერგეტიკის საკითხებში ასევე შეხვდება ევროპარლამენტის წევრებს, რომელთაგან ბევრმა მოითხოვა ცვლილებების შეტანა ევროკავშირ-აშშ-ს სავაჭრო შეთანხმებაში, რომელიც, მათი თქმით, აშშ-ის სასარგებლოდ მოქმედებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია