ბერდია სიჭინავა - პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა, ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა - ნუ აჰყვებით „იმედის“ ცრუ პროპაგანდას“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით პარტიას პოზიცია არ შეუცვლია.

სიჭინავა „ფეისბუქის“ გვერდზე „ბინძურ პროპაგანდას“ უწოდებს ამ საკითხზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

„იმედის“ ბინძურ პროპაგანდაზე: ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში. ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს.ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც. ნუ აჰყვებით „იმედის“ ცრუ პროპაგანდას“, - წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს