დღეს ლონდონში „რამშტაინის“ 30-ე შეხვედრა გაიმართება

დღეს ლონდონში „რამშტაინის“ 30-ე შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი ლონდონში იმყოფებიან და შეხვედრაში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილთან ერთად პირადად მიიღებენ.

ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია