სექტემბერი განახლების დროა. იწყებ ყველაფერ იმის განხორციელებას, რაზეც ზაფხულში თუ წლის დანარჩენ პერიოდში ამბობდი, რომ მერე გააკეთებდი. ერთიანად გახსენდება ის გეგმები, რომელთა გადადებაც ახალ წლამდე არ ღირს: უკეთესი სასწავლო მიღწევები, ახალი პროექტები, რადიკალური ცვლილებები გარეგნობასა თუ ცხოვრების წესში, ახალი ჰობები, სამომავლო მოგზაურობების დაგეგმვა, საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა და, ზოგადად, ის გამოცდილებები, რისთვისაც აქამდე დრო არ გქონდა.
სწორედ ამიტომ, სილქ ბანკმა სექტემბრისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები მოამზადა და ახალი საიმიჯო კამპანიის ქვეშ გააერთიანა: „ემზადები ახლა, იხდი მერე“.
მერე ბარათს უკვე 2500-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. აქ შეგიძლია 30-მდე სხვადასხვა კატეგორია აღმოაჩინო: ტექნიკა, ავეჯი, სარემონტო მასალები, ტანსაცმელი, თავის მოვლა, ავია კომპანიები, საერთაშორისო ტურისტული კომპანიები და კიდევ ბევრი სხვა. გადაიხადე მერე ბარათით პარტნიორ ობიექტებში ფიზიკურად ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე ან ონლაინ, ნებისმიერი ბანკის გადახდის არხის გამოყენებით.
გარდა ამისა, „მერე“ ბარათით თანხას უცხოეთშიც ანაწილებ: უცხოურ საიტებზე შოპინგისას, სადაც 100-მდე ონლაინ მაღაზია გელოდება და საზღვარგარეთ მოგზაურობისას, სადაც 20 ტურისტული პლატფორმა ერთიანდება, ფრენის ბილეთები, სასტუმრო/აპარტამენტები, მუზეუმის ბილეთები და სხვა.
გაეცანი დეტალურად სამ შეთავაზებას, რომლებიც მერე ბარათისგან გელოდება:
20 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი შენაძენის თანხას მერე ბარათის პარტნიორ ობიექტებში ანაწილებ გაორმაგებულ თვეებზე — ყოველგვარი დამატებითი პროცენტის გარეშე:
3 თვის ნაცვლად 6 თვე; 4 თვის ნაცვლად 8 თვე; 6 თვის ნაცვლად 12 თვე.
თუ ჯერ არ გაქვს მერე ბარათი, აიღე 20 სექტემბრის ჩათვლით და პირველი შენაძენის თანხა, საქართველოში თუ უცხოეთში, გადაიხადე 12 თვეზე განაწილებით, ეფექტურ 0%-ად. თანხის ლიმიტი 30 000 ლარია.
ბარათის აღება შეგიძლია სრულიად უფასოდ: • Silk მობაილ ბანკში; • სილქ ბანკის ფილიალებში; • პარტნიორ ობიექტებში.
12, 13 და 14 სექტემბერს, მერეს პარტნიორ ობიექტებში მიიღებ 20%-იან ქეშბექს — მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. დანარჩენი თანხა კი კვლავ გაორმაგებულ თვეებზე გაგინაწილდება. ეს საუკეთესო შეთავაზებაა, რადგან, ერთის მხრივ, იბრუნებ თანხის 20%-ს და, მეორეს მხრივ, მერე ბარათის უპირატესობით სარგებლობ — გაქვს ახლა, იხდი მერე.
გახსოვდეს, სექტემბერი სიახლეების დროა. დაიწყე შენც ახლიდან, მოემზადე ახლა და გადაიხადე მერე!
ინფორმაციას „სილქ ბანკი“ ავრცელებს.