ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება - შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

ლიბერთიმ გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი საქართველოში
  • საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
  • საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში
  • საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
  • საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში
  • საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები საქართველოში
  • საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

„ჩვენთვის უდიდესი პატივია Global Finance-ის მიერ მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება. წელს პირველად წარვადგინეთ ჩვენი ციფრული სერვისები და პირველივე მონაწილეობისას მოვიპოვეთ შვიდი ჯილდო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერთის მობაილ ბანკი მთლიანად ჩვენი შიდა ციფრული გუნდის მიერ არის შექმნილი – ეს გამარჯვება მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია და ამასთან ერთად, მომხმარებლების ნდობისა და მხარდაჭერის პირდაპირი დადასტურებაა.

საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს“ – განაცხადა ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ელენე ჩუბინიძემ.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.

ლიბერთის ციფრული ბანკის მიერ Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება ისტორიული აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბანკის მიზანს – შექმნას ციფრული ბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფინანსური გამოცდილება ნებისმიერ არხში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია