გია ვოლსკი - არ ვფიქრობ, რომ გახარია პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებული იდეები და აზრები ექნება - მათი მიზანი, რომ ეს ქვეყანა აირიოს და სათავეში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, არ შეიცვლება

სულ 12 ადგილი აქვთ. აქედან პარლამენტის წევრობასთან შესაბამისობაში ყველა დოკუმენტი აქვს ოთხს და რვამ ახლახან დაადასტურა, რომ გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი ჰქონდა. ყველაფერი მოგვარებულია და მათი პიროვნული მდგომარეობა პარლამენტის წევრის მანდატის მისაღებად სრულ შესაბამისობაშია - აქედან თუ ვიმსჯელებთ, მათ პარლამენტში შემოსვლას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 8 წევრმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის.

მისი თქმით, გახარიას ჯგუფმა რეგლამენტის მიხედვით იმოქმედა.

„ეს გაცხარებული შიდა კამათი - შევიდნენ, არ შევიდნენ, მოგონილია ეს ამბავი, არ არის, პროცედურულია თუ პოლიტიკური, ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთონ კომენტარი. მე არ ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტში შემოსვლა აქვთ გადაწყვეტილი, იმას ნიშნავს, რომ რაიმე კონსტრუქციული ოპოზიციის როლს შეასრულებენ. პარლამენტში იქნებიან, პარლამენტს გარეთ, მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, მათი მიზანი, რომ ეს ქვეყანა აირიოს იმდენად, რომ სათავეში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, არ შეცვლილა. ზოგს ასეთი გზით აქვს ეს გადაწყვეტილი და სხვები არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შედეგს ფიზიკური დაპირისპირებით უნდა მიაღწიონ. ეს განსხვავებაა მათ შორის. არ ვფიქრობ, რომ გახარია პარლამენტში იქნება, მის გარეთ, მიიღებს თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებული იდეები და აზრები გააჩნდეს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით კი, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო