„კოალიცია ცვლილებისთვის“ - გუშინ, ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა - მთავარია, იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა რეაგირების გარეშე არ ჩაივლის - დღეს დაგეგმილ აქციას ვუერთდებით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება „მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა იყო“.

როგორც ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ, საშინელ ფაქტს, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა. ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების, კრიმინალების, „რუსული ოცნების“ პარტიული წევრების მონაწილეობით. ეს იყო არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის არაადამიანური, არაქართული, შეურაცხმყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოს, ქართველობის, საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის გასაკვირი „რუსული ოცნებისგან“ იმიტომ, რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც „რუსულ ოცნებას“ ვებრძვით. მთავარია, მათ იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენ არ დავთმობთ არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერსაც კი. არავის გაუვა, რომ ვითომ პოლიციის კორდონს ამოფარებული, ასე მოეპყროს საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას. როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, თურმე ვინმე ქალია და ვინმე ქალი არ არის - ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო. დღეს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია. როგორც გუშინ, ჩვენი მთელი კოალიციის შემადგენლობა ვუერთდებით ამ აქციას. რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე პასუხს აგებს ყველა ის მოძალადე, რომელიც ასე იქცევა. ასევე, მინდა ვუთხრა ყველა მოძალადე/შემსრულებელს, ცალკეულ ფიგურანტებს, პოლიციელს, არა პოლიციელს თუ ვითომ პოლიციელს- თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული, ყველანი აუცილებლად დაისჯებით“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს