სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე - კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე - კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს

რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ადამიანებზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.

„კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე. კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს