ანტონიო კოშტა დონეცკის ოლქში თავდასხმაზე - ეს არის ის, რასაც რუსეთი გულისხმობს, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს? როდის შეწყვეტს ადამიანების მკვლელობას?

როდის შეწყვეტს რუსეთი ადამიანების მკვლელობას?, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ადამიანებზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.

„ეს არის ის, რასაც რუსეთი გულისხმობს, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს? როდის შეწყვეტს რუსეთი ადამიანების მკვლელობას? როდის დათანხმდება პრეზიდენტი პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რომელზეც თანხმობა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე განაცხადა?“, - წერს ანტონიო კოშტა X-ზე.

რუსეთის დღევანდელ თავდასხმას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსიც გამოეხმაურა.

„რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს. დღეს, პენსიის მისაღებად რიგში მყოფი 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დარტყმების ესკალაცია ადასტურებს, რომ მოსკოვს ომი სურს და არა მშვიდობა. მაგრამ, უკრაინის კურსი განსაზღვრულია: ევროკავშირში გაწევრიანება, თავისუფლება და ევროპა“, - აცხადებს მარტა კოსი.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს