სერგეი ლავროვი - ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“, შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს

ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“ - თქვეს, რომ რუსეთმა GPS „გამორთო“, შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“, როდესაც ის თვითმფრინავით თუ ვერტმფრენით სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდა, რათა ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განეწყო. უცებ თქვეს, რომ რუსეთმა GPS „გამორთო“ და თვითმფრინავი ან ვერტმფრენი შეიძლება ჩამოვარდნილიყო. შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა.

მოგვიანებით, მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ევროკომისიის პრესსპიკერმაც დაადასტურა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს