პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს - 0,2731 გრ. „ტეტრაჰიდროკანაბინოლს “ და „MDMB-PINACA”(5F-ADB)“,რაც დააფასოვა და გასაღების მიზნით, შესაბამის ლოკაციებზე განათავსა.

„მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 15,8 გრ. ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 15 პაკეტად დააფასოვა, რომლის ნაწილი თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსა, ხოლო ნაწილს საცხოვრებელ სახლში ინახავდა.

ერთ დაკავებულს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260 კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა), რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე დაკავებულს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”-ს უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა, ხოლო მეორეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო