მოქალაქეები კახა კალაძის შტაბის მიმართულებით მსვლელობას მართავენ, მობილიზებულია პოლიცია

მოქალაქეები, რომლებიც “ფილარმონიასთან” იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიდიან.

პროტესტის მონაწილეებს მელიქიშვილის გამზირზე მსვლელობის ის მონაწილეები შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშით მოდიან.

მოქალაქეები კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისთვის შტაბთან და მელიქიშვილის გამზირის სრულ პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული.

ფილარმონიასთან შეკრებილებს პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ უერთდება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება „მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა იყო“.

შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო