მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოქალაქეები, რომლებიც “ფილარმონიასთან” იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.

პროტესტის მონაწილეებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დააშალეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”. მომიტინგეებმა შტაბის შენობაზე დატოვეს წარწერები: "რუსული ოცნება".

ადგილზე იყო შეძახილები, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შტაბის შიგნიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები შეამჩნიეს. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გარეთ გამოსვლისკენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია