მედია - ნეპალის ციხეებიდან ასობით პატიმარი გაიქცა

ნეპალის ციხეებიდან ასობით პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროტესტების პარალელურად ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ციხიდან გაქცევის ორი ინციდენტი ნეპალის ორ დასავლეთ რაიონში.

კასკის რაიონის პოლიციის ოფისი აცხადებს, რომ დღეს შუადღისას 773 პატიმარი გაიქცა.

ცალკე, ნეპალის დანგის პროვინციის ტულსიპურის რაიონული პოლიციის ოფისი აცხადებს, რომ 127-მა პატიმარმა შეძლო ტულსიპურის ციხიდან გაქცევა.

ადგილობრივი მედია იუწყება ციხიდან გაქცევის სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!