„ლელო-ძლიერი საქართველო“ - მოვუწოდებთ შსს-ს, დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება

"ლელო-ძლიერი საქართველო” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო

გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება.

„ლელო-ძლიერი საქართველო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი დაპირისპირების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრსა და სამინისტროს პირად შემადგენლობას.

„მეორე დღეა მელიქიშვილის გამზირზე, "ქართული ოცნების" ოფისში, კახა კალაძეს მობილიზებული ჰყავს ქუჩის ზონდერები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ფიზიკური დაპირისპირების და პროვოკაციის საფრთხე იზრდება და ისევე როგორც გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ხელისუფლების მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას უმოქმედობით პასუხობს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები შეუფერხებლად ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც არსებობდა ყველა გარემოება ამ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისათვის. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ არის დაკავებული, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ მოძალადე ჯგუფების ხელისუფლებასთან კავშირს და მიუთითებს პოლიციისთვის მიცემულ პირდაპირ დავალებაზე - არ დააკავონ მოძალადეები.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი დაპირისპირების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრსა და სამინისტროს პირად შემადგენლობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს