სალომე ზურაბიშვილი - ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა, შეიძლება რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე - ასევე, არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში - ეს იყო შემოგდებული თემა და არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს.

ზურაბიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს არა არჩევნები, არამედ არჩევნების სიმულაციაა, რაც შემოგდებული თემა იყო.

“ვიტყოდი, რომ ასევე, ის, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, მე ვთვლიდი, რომ საერთოდ არჩევნები და ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა. მე არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. არ მგონია, რომ ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი. ეს არის არჩევნების სიმულაცია. რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა, ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის ყურადღებას და მხარდაჭერას. რაც გაგვიძლიერებს ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას. ერთად ვიდგეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის დროს.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილს წამყვანმა ჰკითხა, იქნება თუ არა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქნება ყველგან, სადაც არის ერთობა, თუმცა არ ეთანხმება გარკვეულ სიტყვებს.

„მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა. შეიძლება მე რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე, რადგან არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა