თაზო დათუნაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ეშინია მიტინგის ჩავლის, საარჩევნო ყუთის, კონკურენტის, დასავლეთის, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რუსეთთან ომის გვეშინია და სამოქალაქო ომის არ გვეშინია? - ისინი ქმნიან სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას

„ქართულ ოცნებას“ პროცესები 1991 წლის მოვლენებისკენ მიჰყავს - ძალიან მძიმე ამბებამდე შეიძლება მივიდეს პროცესის ასე განვითარება და ეს მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ბრალია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტების დეჰუმანიზებას ახდენენ და ამბობენ, რომ მეორე მხარეს „ცხოველები არიან“.

„ისინი სახელმწიფოებრიობის ყველანაირი კატეგორიიდან გამოვიდნენ. ამოვარდნილი არიან საკუთარი მდგომარეობიდან. მიტინგის ჩავლის ეშინიათ, საარჩევნო ყუთის ეშინიათ, კონკურენტის ეშინიათ, დასავლეთის ეშინიათ, ყველაფრის ეშინიათ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რუსეთთან ომის გვეშინია და სამოქალაქო ომის არ გვეშინია? არ გვეშინია იმ უბედურების, რაშიც შეიძლება მიგვიყვანოს იმან, როდესაც შენი ქვეყნის თანამდებობის პირები ლაპარაკობენ, რომ მეორე მხარეს ცხოველები არიან. პარლამენტის თავმჯდომარე 24-საათის განმავლობაში იძახის მის ოპონენტებზე, რომ მოღალატეები არიან და ამ ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას ახდენს.

„პოლიცია სპეციალურად არ დააყენეს შტაბთან, ქმნიან სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. აქეთ მხარეს დგას ქართველი ხალხი და შიგნით არიან ხელფასიანი გიმნაზისტები.

90-იანი წლების დასაწყისშიც სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციით დაიწყეს სამოქალაქო დაპირისპირება. მეორე მხარეს მართლა ხალხი კი არ არის, ინსტიტუტები ფულს იღებენ ამაში. ისეთ ნამუსგარეცხილ ეპოქაში ვცხოვრობთ და ისეთი ნამუსგარეცხილები არიან „ოცნებაში“, რომ ამაში ფულს იხდიან. თავისი თანამოქალაქეების ცემაში, ვისზეც უნდა იზრუნონ, ფულს უხდიან სხვა მოქალაქეებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო