საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“39 წლის ლეკორნუს არჩევანი მიანიშნებს მაკრონის მისწრაფებაზე გააგრძელოს უმცირესობის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მყარად უჭერს მხარს ბიზნესის მხარდამჭერი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესებისა და შეძლებულების გადასახადები შემცირდა და პენსიაზე გასვლის ასაკი გაიზარდა”, - ნათქვამია Reuters-ის მასალაში.

მაკრონის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღინიშნება, რომ პრეზიდენტმა ლეკორნუს სთხოვა მისი კაბინეტის დასახელებამდე ბიუჯეტსა და სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომპრომისების საპოვნელად პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამართოს დიალოგი, რაც უჩვეულო გადაწყვეტილებაა საფრანგეთის პოლიტიკაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს