მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მივიდნენ და მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილებს მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობით შეუერთდნენ მომიტინგეები. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვებოდა პოლიცია.

მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 286-ე დღე მიმდინარეობს.

მოქალაქეები კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ასევე, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს