შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედისა და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ულოცავს და მათ მშვიდობას უსურვებს.

ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს შიიტი მუსლიმები ერთდროულად აღნიშნავენ ორ დღესასწაულს - წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, რომელიც ტრადიციის მიხედვით, დაიბადა ქალაქ მექაში, 571 წელს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ჯაფარიანთა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის დაფუძნება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს და მშვიდობას უსურვებს“,-აღნიშნულია მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს