საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სინგაპურში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ასევე, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გასამტკიცებლად ორმხრივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი შეთანხმების დადების საკითხზე შეთანხმდნენ. მხარეებმა სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები - გენერალური პროკურორის მოადგილე ჰეიდარ მამადოვი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი საბუჰი ალიევი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამირა ნაჯაფზადე, ორგანიზაციული და აღმასრულებელი მართვის დეპარტამენტის უფროსი ტურალ ასლანოვი, ქალაქ ხანქენდის პროკურორი რაშადატ ორუჯოვი და IS დეპარტამენტის უფროსი ისფანდირ ჰაჯიევი ესწრებოდნენ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს