სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, სექტორის მიმართ ახალგაზრდა თაობის დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება.

მისივე თქმით, სემეკ-ის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტები, რომლებიც მოქმედი თუ მომავალი ენერგეტიკოსების ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება.

„10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს გილოცავთ ყველა ენერგეტიკოსსა და ასევე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორს ემსახურებიან პროფესიონალი, კვალიფიციური, დაუღალავი და თავის საქმიანობაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან სტაბილურ და პროგრესულ დარგს.

ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობის განმავლობაში ვხვდები როგორც ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ქართული ენერგეტიკის ჩამოყალიბებაში, ასევე ენერგიით სავსე ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა თაობას. მათ საერთო ინტერესი აერთიანებთ - ქვეყნისა და თავისი საქმის სიყვარული.

ცალკე აღსანიშნავია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც გამორჩეულნი არიან დარგისადმი ერთგულებით და ძალისხმევას არ იშურებენ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის.

მოხარული ვარ, რომ სექტორის მიმართ ახალგაზრდა თაობის დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება. სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტები, რომლებიც მოქმედი თუ მომავალი ენერგეტიკოსების ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება.

ჩემი, როგორც სემეკის თავმჯდომარის ინტერესია, რომ ენერგეტიკის დარგს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი კადრი ჰყავდეს.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ!“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სემეკი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს