ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე - ეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო - ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს

ეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„რუსეთი ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობების საზღვარს გასცდეს და თუ ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდება, მაშინ ესკალაციის ახალ დონეს აღწევს. დღეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო. რუსულ-ირანული „შაჰედები“ პოლონეთის, ნატო-ს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. მხოლოდ ერთი „შაჰედი“ არ ყოფილა, რომ შეიძლება ამას ინციდენტი ეწოდოს, არამედ პოლონეთისკენ, სულ მცირე, 8 დრონი გაუშვეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „ეს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.

„იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად საპასუხო რეაქციის კოორდინაციასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. რუსეთმა შედეგები უნდა იგრძნოს. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და იგი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ძლიერი პასუხია საჭირო და ეს მხოლოდ პარტნიორების, უკრაინის, პოლონეთის, აშშ-ისა და ევროპელების ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს