დონალდ ტუსკი დრონების შეჭრაზე - საქმე გვაქვს მასშტაბურ პროვოკაციასთან, მზად ვართ ასეთი პროვოკაციები მოვიგერიოთ

პოლონეთი მზადაა, ნებისმიერ თავდასხმას ან პროვოკაციას უპასუხოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანამ მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები ჩამოაგო.

„საქმე გვაქვს მასშტაბურ პროვოკაციასთან. მზად ვართ მოვიგერიოთ ასეთი პროვოკაციები. სიტუაცია სერიოზულია და არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ტუსკმა.

მანამდე, პოლონეთის პრემიერმა სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დიდი რაოდენობით რუსულმა დრონებმა დაარღვია.

„პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსული დრონების დიდი რაოდენობით დაირღვა. ის დრონები, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა, ჩამოაგდეს. მუდმივ კომუნიკაციაში ვარ ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩვენს მოკავშირეებთან“, - დაწერა ტუსკმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება