ცესკო-ს პრესსპიკერი - სამწუხაროა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ეუდო/ოდირი არ დააკვირდება, თუმცა შეთავაზება იყო - უკვე 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული

სამწუხაროა ის, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუდო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებენ.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის, 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

„იმისთვის, რომ ჯანსაღი სარჩევნო გარემო არსებობდეს, უნდა იყოს დაკვირვება. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამის ვადებში, რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ დოკუმენტაციას შემოიტანს. სამწუხაროა, ის რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუდო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დათქმულ ვადებში შემოიტანს განაცხადს, და ეს ვადები არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბერი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 27 სექტემბერი და მედიის აკრედიტაციისთვის 29 სექტემბერი, გავატაროთ რეგისტრაციაში. ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ვადები არსებობს. ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ახლაც, არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.

როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი