დონალდ ტუსკი - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა - პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა

ეჭვგარეშეა, რომ ეს პროვოკაცია შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე წინა პროვოკაციები, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში, დეპუტატებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთმა მოითხოვა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკითხი ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში დააყენონ, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები იმის დასადგენად, დაემუქრა თუ არა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე.

ტუსკის თქმით, ის ამ კონსულტაციების დროს უფრო მეტ მხარდაჭერას ელის.

„ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს.

ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და ნატო-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს.

ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება