„თბილისობა“ 20-21 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდა სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა, 20 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო კონცერტი ჩატარდება.

„იმის გამო, რომ წელს, 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები, „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება.

რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს, ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული, გასართობი თუ საბავშვო პროგრამები; აბანოთუბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. 21 სექტემბერს, 20:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, დაიწყება „თბილისობის“ საზეიმო კონცერტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის