გლდანის რაიონში მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

როგორც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი, მოსუფთავდა ტერიტორია და მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას. ზუსტად, მათი ჩართულობით მოხდა ფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც განთავსებულია ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. შეიქმნა ყველანაირად მოწესრიგებული სივრცე.

ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, განვაახლოთ მსგავსი სივრცეები და შევქმნათ ისეთი ადგილები, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ გართობის, დასვენების, ვარჯიშისა და განტვირთვის საშუალება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება