სალომე ზურაბიშვილი - მე ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, „ქართული ოცნების“ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება კი 2022 წელს, უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით მოხდა

მე ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ როდის მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს სხვადასხვა ეტაპით ხასიათდება“.

„ყოველთვის ისმის კითხვა: არის ეს ის, რაც ადრე ვერ შევამჩნიეთ და შეგვეძლო თუ არა, რომ თავიდანვე შეგვეჩერებინა? მე ვიტყოდი, რომ რეალური ცვლილება 2022 წელს მოხდა. ეს მოხდა უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და სანქციებს მხარი არ დაუჭირეს. ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბატონი ივანიშვილის მკაცრი გამოსვლებით, როდესაც დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში ადანაშაულებდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტია“.

„ამის ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი ის, რომ მე ხალხს წარმოვადგენ და მათ ნებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული პროდასავლური გზა გააგრძელონ. მეორე, მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ სურვილს, რაც გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა