რადოსლავ სიკორსკი - საქმე გვაქვს უპრეცედენტო თავდასხმასთან არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე - არც პოლონეთი და არც ნატო არ შეშინდებიან, ჩვენი ქვეყანა გამოწვევისთვის მომზადებულია

პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთს საჰაერო სივრცის ასეთი მასიური დარღვევა აქამდე არ ჰქონია. საგარეო უწყების მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.

“პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაირღვა, და რუსულმა დრონებმა პოლონეთს გადაუფრინეს და ჩამოვაგდეთ. ეჭვიც კი არ გვაქვს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო…

საქმე გვაქვს უპრეცედენტო თავდასხმასთან არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე. შესაბამისად, პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 სტატიის ამოქმედება მოსთხოვა…

მინდა, აღვნიშნო, რომ არც პოლონეთი და არც ნატო არ შეშინდებიან. რაც პოლონელებმა გასულ ღამეს განიცადეს, ჩვენი უკრაინელი მეზობლები თითქმის ყოველ ღამე განიცდიან უფრო დიდ, უფრო ტრაგიკულ მასშტაბში…

პოლონელები და პოლონეთის სახელმწიფო მოემზადა ამ კრიზისული დროისთვის, და დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევისთვის მომზადებულია”, - განაცხადა სიკორსკიმ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო