ბაკურ კვაშილავა - მოსალოდნელია, რომ ჰელსინკის კომისიის რეკომენდაციას ტრამპი მხედველობაში მიიღებს, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მას განსხვავებული მოსაზრებები აქვს - „ოცნებამ“ ჩაიდინა ქმედებები, რაც აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოა

მოსალოდნელია, რომ ჰელსინკის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია [ტრამპის მიერ] მიღებული იქნება მხედველობაში - არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს განსხვავებული მოსაზრებები, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ჰელსინკის კომისიის კრიტიკული და მწვავე დამოკიდებულება რამდენად ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად კრიტიკული და მწვავე იქნება ტრამპის ადმინისტრაცია.

ბაკურ კვაშილავას განცხადებით, ტრამპის არცერთი თანაშემწის ან თანამებრძოლის განცხადებაში არ ჩანს, რომ ისინი რამენაირად იზიარებენ „ქართული ოცნების“ შეხედულებებს.

„ამ შემთხვევაში ნიშნავს იმიტომ, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს განსხვავებული მოსაზრებები „ქართული ოცნების“ შესახებ. არცერთ მის განცხადებაში, არცერთი მისი თანაშემწის, თანამებრძოლის განცხადებაში არ ჩანს, რომ ისინი რამენაირად იზიარებენ „ქართული ოცნების“ შეხედულებებს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მთავრობა და როგორი უნდა იყოს მისი ქვეშევრდომი და არა მოქალაქე. თუ კიმბერლის არ ჩავთვლით, ასეთ ფიგურას, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ აქვს, პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებული არცერთი პირის განცხადება არ ყოფილა ისეთი, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებდა, რომ ჰელსინკის კომისიის დასკვნა შეიძლება მიჩნეული იქნას ტრამპის მიერ მეორადი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებად და რეკომენდაციად“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ბაკურ კვაშილავას თქმით, „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ მოსწონს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები მას „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო როდესაც მოსწონს, ამბობს, რომ „დიფ სთეითზე“ იმარჯვებს.

„აშშ-სთან „ქართულმა ოცნებამ“, გარდა იმისა, რომ ქმედებები ჩაიდინა ისეთი, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგია, რიტორიკა შეცვალა დიამეტრულად და ვერ გაურკვევია რა სახელი უწოდოს აშშ-ს. როდესაც არ მოსწონს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები უწოდებს "დიფ სთეითს", როდესაც მოსწონს, ამბობს, რომ "დიფ სთეითზე" იმარჯვებს და ბიბლიურ ბრძოლაში გადაზარდა ისეთი რამ, რასაც პოლიტიკა ჰქვია“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია