სახალხო დამცველი - მაინტერესებს, განაჩენები, რომელიც გამოვიდა, რამდენად უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული, შევისწავლით - „არაფერი იქნება დაფარული, რომ არ გაცხადდეს“

არაფერი იქნება დაფარული, რომ არ გაცხადდეს, არ იქნება საკითხი, რომელზეც პასუხი არ გვექნება, როდესაც საქმის შესწავლას დავასრულებთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, შეხვედრა ჰქონდა დაკავებულების მშობლებთან, რა დროსაც მათ საქმის მასალების გადაცემა თხოვა და მათგან რამდენიმეს შეისწავლის.

„სამი ადამიანი, ახობაძე, კაცია და აბრამოვი გამართლდა და დატოვა საპატიმრო, რაც არის მისასალმებელი და ამას გამოვეხმაურე განცხადებით. სხვა საქმეებზე, როდესაც შეხვედრა მქონდა დაკავებულების მშობლებთან, მათაც ვთხოვე, რომ მოეტანათ საქმის მასალები. ჩვენ შევისწავლით, რამდენად მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა ეს საქმე გადაწყვეტილი. ყველას საქმეს ვერ შევისწავლიდით იმიტომ, რომ შეუძლებელია, თითო საქმე რამდენიმე ტომია, მაგრამ რამდენიმე საქმეს შევისწავლიდით. მეც მაინტერესებს, ის განაჩენები, რომელიც გამოვიდა, რამდენად უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული. როცა ამას დავასრულებთ, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მის ურთიერთობას, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საპატიმროში მყოფი ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოინახულა და ჩაერთო ყველა საკითხში, რაშიც დახმარება სჭირდებოდათ.

„ოპოზიციის წარმომადგენლები საპატიმროში რომ იყვნენ, მივედი და ყველა მოვინახულე. რაც შემეძლო მომეგვარებინა, დავხმარებოდი, ჯანმრთელობა იქნებოდა თუ სხვა ყოფითი პრობლემები, ბევრ საკითხში ჩავერთე. ადამიანი ციხეში რომ არის, ბევრი რამ ჭირდება. დღეს მაგალითად ხელი მოვაწერე რეკომენდაციას, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. მუდმივად მიდის მუშაობა ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება