ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემაზე უნდა ვიმუშაოთ და ევროპაზე ეფექტიანი საჰაერო ფარი შევქმნათ

საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემაზე უნდა ვიმუშაოთ და ევროპაზე ეფექტიანი საჰაერო ფარი შევქმნათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” საკუთარ არხზე წერს.

ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართული საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა.

“რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა რუსულ დრონებზე ვილაპარაკეთ, რომლებიც ამ ღამეს კვლავ გაუშვეს უკრაინის წინააღმდეგ და პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ერთ-ორ რუსულ დრონებთან ინციდენტები აქამდეც იყო ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში, კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ რუმინეთში, მაგრამ ამჯერად რუსული დრონების გაცილებით დიდი რაოდენობა, გაცილებით დიდი სითავხედე - დრონები შევიდნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ყველას ერთნაირად გვესმის, რომ ეს რუსეთის მხრიდან ესკალაციის საერთოდ სხვა დონეა. შესაბამისი რეაქცია უნდა იყოს”, - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის დროს ტუსკმა მათ შეატყობინა, რომ რუსული დრონების ნამსხვრევები, რომელთა შორის ასევე ირანული “შაჰედები” იყო, უკვე ბევრ ქალაქსა და სოფელში იქნა აღმოჩენილი.

“რუსეთის ასეთი თავხედური საქციელის მიზეზი რამდენიმეა, ყველა ჩვენგანისთვის სრულიად თვალსაჩინოა. საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაზე უნდა ვიმუშაოთ და ევროპაზე ეფექტიანი საჰაერო ფარი შევქმნათ. უკრაინა დიდი ხანია გამოდის ამ წინადადებით, არის კონკრეტული გადაწყვეტილებები. ერთად უნდა ვრეაგირებდეთ ყველა აქტუალურ გამოწვევაზე და მომავალში ყველა ევროპელი მზად ვიყოთ პოტენციური საფრთხეებისთვის”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს