კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ირმა დიასამიძეა - ადვოკატის განცხადებით, მისი ადგილსამყოფელი უცნობია

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ირმა (მეგი) დიასამიძეა.

ადვოკატის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ადვოკატებს არ ეუბნებიან, სად ჰყავთ ირმა დიასამიძე და უცნობია ამჟამად მისი იურიდიული სტატუსიც.

როგორც მისმა ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროისთვის, ირმა დიასამიძე სამართლებრივად პრაქტიკულად გატაცებულია.

„მისთვის არც დარეკვის საშუალება მიუციათ და არც ოჯახის წევრებისთვის შეუტყობინებიათ. ამასთან, ადვოკატებიც ვრეკავთ ყველგან, სადაც შეგვიძლია და არ გვეუბნებიან, სად ჰყავთ. გამოცდილებიდან გამომდინარე ცხადია გვეშინია, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდება და ცხადია ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, როცა ადვოკატს არ აძლევენ ინფორმაციას სად იმყოფება და მისი იურიდიული სტატუსი რა არის.

რას ედავებიან, ეგ ჩვენ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების განცხადებით. ამ დრომდე ვცდილობ კონტაქტის დამყარებას ყველა შესაბამის უწყებასთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!