ფრიდრიხ მერცი - პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა  წინასწარგანზრახული ქმედება იყო

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, კრემლმა ნატო-ს პროვოცირება მიზანმინართულად მოახდინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მერცის თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს.

„რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის მტკიცებითმ, იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის შეფასებას, რომ დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

„რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა, ნატო-ს საჰაერო თავდაცვა, მუშაობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ისე კარგად, როგორც უნდა ემუშავა, რათა ადრეულ ეტაპზე თავიდან აეცილებინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამდენი დრონის შეღწევა“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, ეს საკითხი ეს გამოიწვევს დისკუსიებს როგოც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა