აშშ-ის კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 892.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდასთან ერთად, სხვადასხვა რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, კერძოდ, ტრანსგენდერ პირებთან დაკავშირებით.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 231 ხმით 196-ის წინააღმდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კონგრესმენებმა უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის (რესპუბლიკური პარტია) შესწორებას მხარი არ დაუჭირეს.

გრინის შესწორების წინააღმდეგ ხმა 372-მა კონგრესმენმა მისცა, ხოლო მხარი 60-მა დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს