საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ინგლისის და უელსის მთავარ პროკურორს სტივენ პარკინსონს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, ინგლისის და უელსის მთავარ პროკურორს სტივენ პარკინსონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს, სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და სამომავლოდ მისი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

„სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და ინგლისის და უელსის მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები - ინგლისის და უელსის გენერალური სამართლებრივი უზრუნველყოფის დირექტორი გრეის ონონივუ, ინგლისის და უელსის ეკონომიკური დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დირექტორატის მთავარი პროკურორი ადრიან ფოსტერი და ინგლისის და უელსის მთავარი პროკურორის აპარატის უფროსი ჰარვი პალმერი ესწრებოდნენ.

სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სესია მიმდინარეობს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება