ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონი პირველ რიგში არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ დაფინანსებული ლობისტი, როგორც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი - გუშინ ვაშინგტონში თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები ვიხილეთ

ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ არის დაფინანსებული ლობისტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის და თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ, ვაშინგტონში, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ჰესლინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც ქართველი სახეს კარგავს, პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა.

„ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში, არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ არის დაფინანსებული ლობისტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ, ვაშინგტონში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, ქართველი პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა, ეს მათი ტრაგედიაა.

მოღალატე მათ გარდა ბევრია. ამ ორის გარდა მოღალატე ძალიან ბევრია რადიკალურ ოპოზიციაში. მხოლოდ ორი არ არის. რაც შეეხება ჩვენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ ღია, დაველოდებით საპასუხო პოზიციას ამ ყველაფერზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს