ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, თბილისში, პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით მოვიგოთ არჩევნები - მიზანთან ახლოს ვართ, პრაქტიკულად, გარდაუვალია ამის მიღწევა

კონკრეტული ამოცანა გვაქვს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, ჩვენი მიზანია, ეს არჩევნები პირველ ტურში დიდი უპირატესობით მოვიგოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კომპანია GORBI-მ ჩაატარა.

კობახიძის თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ „პრაქტიკულად გარდაუვალია მათი მიზნის მიღწევა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ყველა ისედაც ხედვას, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ უმძიმესია. რა თქმა უნდა, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა: 64-64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევების თანახმად, ჩვენ არა თუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად, გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.

„გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს - 10,7%;

„ლელო“ - 10,4%;

„გირჩი“ - 5,1 %;

„პატრიოტთა ალიანსს“ - 4,2 %;

ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%;

ასევე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს? - კითხვა GORBI-მ თბილისში მცხოვრებლებს დაუსვა. დედაქალაქის შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ - 54,6%;

„ლელო“ - 15,7%;

„გახარია საქართველოსთვის“ -14,8%;

„გირჩი“ -8,8%;

„პატრიოტთა ალიანსი“- 3,2%;

სხვა პარტიებს კი საერთო ჯამში - 2,9%.

გარდა ამისა, GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს