ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ალექსანდრ სტუბი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად დახვდა.

„პრეზიდენტი სტუბი პრეზიდენტ ზელენსკისთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის, რუსეთზე ტრანსატლანტიკური ზეწოლისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ფინეთისა და ალექსანდრ სტუბის მხარდაჭერისთვის მადლიერია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს