ირაკლი კობახიძე - „ნაცი“ „ტიტუშკები“ და „ორკები“ ჩვენს შტაბთან მივიდნენ, ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები - ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, არის დასაგმობი და დააკავეს შესაბამისი პირი

ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები, ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მელიქიშვილის გამზირზე,”ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალზე ძალადობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და აღნიშნული პირი უკვე დააკავეს.

„არიან კონკრეტული ძალები და ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შტაბი მივიდა „ნაც“ „ტიტუშკებთან“, ანუ, ჩვენი შტაბი ადგა, წამოდგა ფეხზე და მივიდა „ნაც“ „ტიტუშკებთან“. სინამდვილეში რა მოხდა- „ნაცი“ „ტიტუშკები“ და „ნაცი“ „ორკები“ მივიდნენ ჩვენს საარჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ ქალიან-კაციანად. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები, ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით. არ შეიძლება, როცა ქალი ასე ბილწსიტყვაობს. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე და თუნდაც ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი და მეორე, გუშინ დააკავეს შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. ამიტომ, არა მარტო ვგმობთ, არამედ ზომებსაც იღებს ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება და ოპოზიცია "პროვოკაციას ვერ ეღირსება".

„პროვოკაციებს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რამენაირად დაბრკოლებები შეუქმნას ქვეყნის განვითარებას, თუმცა ვერ ეღირსებიან ამას. ხედავთ, რომ ყველაფერი ვითარდება: ეკონომიკაც, ქვეყანაც, სოფლებიც. ყველაფერი ვითარდება და რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ. გარე დაკვეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხდება მაინც შეუქმნან, თუმცა, ამას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის