კახა კალაძე - ხალხი ანალიზს აკეთებს, ვინ ვინ არის, ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ინტერესს ემსახურება - ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვერ აკომპლექტებს, რაც იმის ნიშანია, რომ მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქართველი ამომრჩეველი კარგად ხედავს, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესს ემსახურება.

„ოპოზიციური პარტიების მხრიდან კანდიდატების არდაყენება იმაზე მიუთითებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არანაირი შესაძლებლობა, მხარდაჭერა არ აქვთ. ყველანაირად დემოტივირებული, რესურსობრივად განულებულები არიან. ქართველი ხალხი ხომ ხედავს და გრძნობს ამ ყველაფერს? დღეს ხომ არ არის 2012 წლამდე არსებული პერიოდი, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ტელევიზია, სააგენტოები. სოციალური მედია შეიძლება მაშინ არ იყო, დღეს კი უკვე სხვადასხვა პლატფორმა არსებობს და ადამიანი ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე იღებს. ხალხი ანალიზს აკეთებს, ვინ ვინ არის, ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ინტერესს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს დონეზე, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„მეამაყება, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით. ქართველი ხალხი არის ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დავიცავთ ყველგან, სადაც და როგორც არ უნდა ვიყოთ. შესაბამისად, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, იციან, რომ დამარცხებულები არიან ყველგან. ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს დონეზე, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს