კახა კალაძე - კვლევა არ სჭირდება, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას

ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კომპანია GORBI-მ ჩაატარა.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის გაზრდილი რეიტინგი უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გარე ძალებისგან მართვას და მათ მოღალატეობრივ ქმედებებს.

„ამას კვლევა არ სჭირდება, ყოველდღიურად მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. პირდაპირ ვიტყვი - ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის მომავალს. ადამიანები კარგად ხედავენ, როგორ იმართება შიდა აგენტურა გარე ძალებისგან. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ. ასეთ პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს მომავალი არ და ვერ ექნება ამ ქვეყანაში. ამიტომ არის გაზრდილი „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას, მიუხედავად ცილისწამებისა, შეურაცხყოფისა და ზეწოლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.

„გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს - 10,7%;

„ლელო“ - 10,4%;

„გირჩი“ - 5,1 %;

„პატრიოტთა ალიანსს“ - 4,2 %;

ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%;

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს