საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ ალშარიფს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები - საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ისამ იბრაჰიმ ალოსაიმი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი საუდ ობაიდ ბინ ლიბდაჰი, ტურიზმის სექტორში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აბდულაზიზ ფაჰად ალქოროუნი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ჰაიფა აბდულაზიზ ალეფანი ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვეს.

სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სესია მიმდინარეობს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს