დიმიტრი პესკოვი - განცხადებებში, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, ახალი არაფერია - მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს

პოლონეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ახალი არაფერია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ვარშავისა და ევროპის ქვეყნების განცხადებებს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება რიტორიკასა და განცხადებებს, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, რეალურად, აქ ახალი არაფერია. მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს. ჩვენ ამის გაგრძელებას ვხედავთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „ზაპად - 2025“, რომელიც 12-16 სექტემბერს გაიმართება, არცერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს დაგეგმილი წვრთნებია ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის“, - განაცხადა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს