კახა კალაძე - უხვ ნალექს წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ახლად რეაბილიტირებულმა გზის მონაკვეთმა უპრობლემოდ გაუძლო, ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა - გზის ჩავარდნა არ მომხდარა

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე რეაბილიტირებულ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი დაზიანება არ მომხდარა - ერთადერთი იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.

„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა, ეს ტყუილი ინფორმაციაა. გარკვეული დაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ.

სხვათაშორის, გვაინტერესებდა, თუ რა იყო პრობლემა, გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის კომპანია GWP-სთან. მინდა გაჩვენოთ, იმ კონკრეტულ ადგილზე თუ როგორ იყო გადავსებული ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით. ეს იყო პრობლემა, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა. გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და ყველაფერი მოწესრიგდა, არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზის მონაკვეთმა - ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმა ტერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო. ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული საკანალიზაციო სისტემა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს